საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი National center for Disease Control & Public Health | |
KA030657891537818 | |
| 0177, თბილისი, მ. ასათიანის 9; 9 M. Asatianis st., Tbilisi, 0177, Georgia; Phone: (995-32) 39-89-46; 43-54-38; Fax:(995-32) 43-30-59 E-mail:ncdc@access.sanet.ge;ncdc@ncdc.ge | |
| #06/333 | 15 / იანვარი / 2018 წ. |
1. 2017 წელს მოსახლეობის იმუნიზაციის მიზნით აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ღონისძიებები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის რუტინული ვაქცინაციისთვის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 დეკემბრის N2768 განკარგულების შესაბამისად, საკოორდინაციო მექანიზმის წარმომადგენლები: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), პროექტი "დიალოგი", ახორციელბენ ვაქცინების და საინექციო აღჭურვილობის მიწოდებას აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული წლიური მოთხოვნის შესაბამისად შობადობისა და მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით.
საქართველოს მასშტაბით წლიური ვაქცინების საჭიროების გაანგარიშებისას და ვაქცინების აუცილებელი რაოდენობის შესყიდვის მიზნით, ასევე გათვალისწინებულია აფხაზეთისათვის აუცილებელი ვაქცინების რაოდენობა, რომლის მიწოდება ხდება კვარტალური საჭიროება-მოთხოვნის მიხედვით.
ცხრილი 1: 2017 წლის განმავლობაში აფხაზეთისათვის მიწოდებული ვაქცინებისა და სახარჯი მასალის რაოდენობა და ღირებულება
ვაქცინა / დასახელება |
დოზა |
ფასი ლარში |
ბცჟ | 7500 | 1770 |
ჰეპატიტი ბ | 3320 | 2822 |
ჰექსა ვაქცინა | 9992 | 513589 |
წწყ ვაქცინა | 6664 | 50313 |
დტ ვაქცინა | 4640 | 1666 |
ტდ ვაქცინა | 4640 | 1926 |
ბოპ ვაქცინა | 9240 | 3788 |
როტა ვაქცინა | 6660 | 33180 |
პნევმოკოკური ვაქცინა | 9992 | 81315 |
ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) ვაქცინა | 3000 | 0 |
შპრიცი 0,05 მლ (ცალი) | 3200 | 384 |
შპრიცი 0,5 მლ (ცალი) | 37800 | 6804 |
შპრიცი 2 მლ (ცალი) | 3896 | 390 |
უსაფრთხო ყუთი (ცალი) | 640 | 1856 |
|
|
699 802 ლარი |
2. 2017 წელს ტუბერკულოზის მართვის კუთხით აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ღონისძიებები
ლაბორატორიული კომპონენტი
2017 წლის განმავლობაში ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში ლაბორატორიული სახარჯი თუ სხვა მასალის გადაცემა არ განხორციელებულა.
იყო საუბარი ჯინექსპერტის მცირე ვადიანი კარტრიჯების უფრო გრძელვადიან
კარტრიჯებში გადაცვლის თაობაზე, რასაც საბოლოოდ ადგილი არ ჰქონდა, ვინაიდან
მათ ხელთ არსებული კარტრიჯები იყო სხვადასხვა ლოტის ნაშალი ნაშთი.
მიუხედავად ამისა, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეფერალურ ლაბორატორიაში ხორციელდებოდა აფხაზეთიდან შემოსული ნომუშების მათთვის უსასყიდლოდ კვლევა. 2017 წელს შესრულებულია შემდეგი გამოკვლევები:
მედიკამენტებით უზრუნველყოფა
2017
წელს, აფხაზეთის რეგიონს, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) პროექტი
"დიალოგის" და ექიმები საზღვრების გარეშე (MSF) - ის შუამდგომლობით,
მიეწოდა ცხრილში მოცემული მედიკამენტები, შესაბამისი რაოდენობით. ჯამში
გაცემული მედიკამენტების თანხა შეადგენს: 37,283.32 ლარს.
ცხრილი 2: 24. 11.2017 წელს აფხაზეთისათვის გადაცემული მედიკამენტების ჩამონათვალი (UNDP)
N | დასახელება | ერთ. | გაცემული რაოდენობა | ერთეულის ფასი | სულ თანხა |
1 | ბედაქილინი 100 მგ. | ტაბ. | 1000 | 11,72901 | 11729,018 |
2 | ლინეზოლიდი 600 მგ. (ზოლიდი) | ტაბ. | 1000 | 3,465658 | 3465,659 |
|
|
|
|
| 15194,677 |
ცხრილი 3: 28.04.2017 წელს აფხაზეთისათვის გადაცემული მედიკამენტების ჩამონათვალი (MSF)
N | დასახელება | ერთ. | გაცემული რაოდენობა | ერთეულის ფასი | სულ თანხა |
1 | კლოფაზიმინი 100 მგ. | კაფს. | 1440 | 2,59 | 3729,6 |
2 | დელამანიდი 50 მგ. | ტაბ. | 2688 | 6,83 | 18359,04 |
|
|
|
|
| 22088,64 |
3. აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობისა და პრევენციის მიზნით აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ღონისძიებები
2017 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა: აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა მკურნალობა და მოვლა; დედიდან შვილზე აივ ინფექციის გადაცემის პრევენცია (ბაზა - ქ. სოხუმის შიდსის ცენტრი). აღნიშნულის მიზნით განხორციელდა შედმეგი ღონისძიებები:
2017 წლის განმავლობაში მიწოდებული იქნა 86,000 ლარის ღირებულების არვ მედიკამენტები.